პროექტის სამივე ეტაპზე მნიშვნელოვანია შეფასებები.
ვმვ სქემის გამოყენებით დავადგენ რა იციან მოსწაავლეებმა აღნიშნული თემის შესახებ. პროექტზე მუშაობისას მუდმივად გამოვიყენებ თანატოლთა უკუკავშირის მეთოდს, რომლის დახმარებით მოსწავლეებს მივცემ საშუალებას შეაფასონ თანატოლები და მისცენ ერთმანეთს რჩევები.
ჯგუფური მუშაობის დროს ჯგუფზე დაკვირვების შეფასების ჩეკლისტის გამოყენებით მუდმივად დავაკვირდები მოსწავლეთა თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარებს.
თითოეული აქტივობის შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით -თვითრეგულირებადი სწავლების უნარების განვითარებისთვის.
პროექტის მიმდინარეობისას მოსწაავლეები აწარმოებენ დღიურს, სადაც აღწერენ შესრულებულ სამუშაოს რა გამოუვიდატ კარგად და რაში საჭიროებენ დახმარებას- ეს იქნება მათი რეფლექსიები.
მთელი პროექტის მანძილზე პროგრესის მონიტორინგს ვიყენებ არაფორმალულ დაკვირვებას, ჩანაწერებს ვაკეთებ მონიტორინგის რვეულში.
No comments:
Post a Comment