Saturday, April 8, 2017

რეფლეკსია

პროექტზე დაფუძვნებული სწავლება მნიშვნელოვანია, ამ დროს იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა სასწავლო პროცესში.ხდება ცოდნის გაღრმავება.მოწონთ სწავლა კეთებით და თანამშრომლობა უფროს ადამიანებთან.ამავე დროს მოსწავლეები იძენენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას,ეჩვევიან პასუხისმგებლობას ჯგუფის წინაშე. ამრიგად გამოიმუშავებენ ისეთ უნარჩვევებს, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვება.

პორტფოლიო

ჩემი პროექტის პორტფოლიო.

Sunday, March 12, 2017

შეფასებები

პროექტის სამივე ეტაპზე მნიშვნელოვანია შეფასებები.
ვმვ სქემის გამოყენებით დავადგენ რა იციან მოსწაავლეებმა აღნიშნული თემის შესახებ. პროექტზე მუშაობისას მუდმივად გამოვიყენებ თანატოლთა უკუკავშირის მეთოდს, რომლის დახმარებით მოსწავლეებს მივცემ საშუალებას შეაფასონ თანატოლები და მისცენ ერთმანეთს რჩევები.
ჯგუფური მუშაობის დროს ჯგუფზე დაკვირვების შეფასების ჩეკლისტის გამოყენებით მუდმივად დავაკვირდები მოსწავლეთა თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარებს.
თითოეული აქტივობის შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით -თვითრეგულირებადი სწავლების უნარების განვითარებისთვის.
პროექტის მიმდინარეობისას მოსწაავლეები აწარმოებენ დღიურს, სადაც აღწერენ შესრულებულ სამუშაოს რა გამოუვიდატ კარგად და რაში საჭიროებენ დახმარებას- ეს იქნება მათი რეფლექსიები.
მთელი პროექტის მანძილზე პროგრესის მონიტორინგს ვიყენებ არაფორმალულ დაკვირვებას, ჩანაწერებს ვაკეთებ მონიტორინგის რვეულში.

Sunday, March 5, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანო კითხვები

პროექტზე მუშაობის დროს საკვანძო კითხვების დასმა მნიშვნელოვანია იმ კუტხით, რომ. მოსწავლეებს უნვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები, მნიშვნელოვან თემაზე ამახვილებენ ყურადღებას, საგანთა შორის ამყარებენ კავშირს,უყალიბდებატ სწორი მსჯელობის უნარი.

Sunday, February 26, 2017

პროექტის მნიშვნელობა

პროექტზე დაფუზვნებული სწავლება მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ამ დროს მოსწავლეები ინტერესით არიან ჩართული, განიხილავენ კონკრეტულ საკითხს უფრო სიღრმისეულად. სწავლობენ კეტებით, რაც ზრდის მათ მოტივაციას და ჩართულობას,გარდა ამისა პროეწტზე დაფუძვნებული სწავლება ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.